-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მწერალი მთარგმნელი
ირემაძე ქეთევან ნიკოლოზის ასული (8.IX.1912, თბილისი — 19.VIII.1945, თბილისი), ქართვ. მწერალი, მთარგმნელი. წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1931) და დაიწყო ლიტ. მოღვაწეობა. მან მკითხველს გააცნო რუსი და ევრ. კლასიკოსების ქმნილებები. მან ქართ. თარგმნა აბატ პრევოს „მანონ ლესკო“; ბალზაკის „ოცდაათი წლის ქალი“; დიდროს „რამოს ძმისწული“; მერიმეს „კარმენი“; დიუმას „ქალი კამელიებით“; კოსტანის „ადოლფი“; ტინიანოვის „კიუხლია“ და სხვა. ქართ. რუს. თარგმნა ე. ნინოშვილის მოთხრ. დაწერა მონოგრაფიები: ბ. ჯორჯაძეზე; ნ. ორბელიანზე; ე. გაბაშვილზე; ჭ. ლომთათიძეზე; შ. არაგვისპირელზე და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.:ირემაძე, ქ. (1945). კრებული. თბ., სახელგამის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი; ირემაძე, ქ. (1946). ლიტერატურული მედალიონები. თბ., საბჭ. მწერალის გამ-ბა და სტ.